ფეხბურთი

23:19 | 7.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ატლეტიკომ“ ფელიქსს ფასი დაუდგინა

მადრიდის „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა რა თანხად მიჰყიდის ნახევარმცველ ჟოაუ ფელიქსს „ბარსელონას“, სადაც ის ამჟამად იჯარით თამაშობს - წერს AS.

წყაროს ცნობით, მადრიდელები მზად არიან პორტუგალიელი ფეხბურთელი „ბარსელონაში" მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვან, თუ მასში 80 მილიონ ევროს გადაიხდიან. ამავდროულად, ფელიქსს კატალონიურ კლუბში სრულფასოვნად გადასვლისას ხელფასის შემცირება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა, ყველა ტურნირზე „ბარსელონას“ მაისურით შვიდ მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124074