ფეხბურთი

10:25 | 7.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

სერ ალექს ფერგიუსონის მეუღლე გარდაიცვალა

სერ ალექს ფერგიუსონის მეუღლე, ქეით ფერგიუსონი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ფერგიუსონების ოჯახმა დაადასტურა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მწვრთნელი ქეითთან ქორწინებაში 50 წელზე მეტს ხანს იმყოფებოდა. მათ ერთმანეთი თინეიჯერობის წლებში გლაზგოში გაიცნეს.

ფერგიუსონს და ქეითს 3 შვილი, 12 შვილიშვილი და 2 შვილთაშვილი ჰყავთ.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ფერგიუსონის მეუღლის ხსოვნის პატივსაცემად „ბრენტფორდისა“ წინააღმდეგ შავი სამკლაურებით ითამაშებს.

0.111419