უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეტლანდმა საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც „ბორჯღალოსნების“ გარდა, საქართველოს ისტორიაზე ისაუბრა.
„ვიცით, რომ მეოთხედფინალში ვართ, მაგრამ გვინდა ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ და ოთხიდან ოთხი თამაში მოვიგოთ. ამ დილით, ვარჯიშის დაწყებამდე ცოტა ისტორიის გაკვეთილი გვქონდა. ისინი პატარა ერი არიან, მაგრამ ამაყი ერი.
როდესაც ვიკინგები ინგლისთან მივიდნენ, მათ არ სურდათ საზღვრის გადალახვა, რათა უელსელებთან არ ებრძოლათ იმიტომ, თუ როგორი შეშლილები ვართ უელსელები და რამდენად სურდათ მათ საკუთარი ტერიტორიის და სივრცის დაცვა. ქართველებიც ასეთები არიან. თუ გადავხედავთ მათ ისტორიას, მათ ასევე ჰქონდათ თავიანთი ბრძოლები და ომები. ჩვენ კარგად ვიცით ეს და რამდენად ამაყი ხალხი არიან“, - თქვა გეტლანდმა.
შეგახსენებთ, რომ უელსის და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 7 ოქტომბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება. ეს შეხვედრა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე „ბორჯღალოსნებისთვის“ ბოლო იქნება. საქართველო და უელსი აქამდე ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და მეტოქეს უპირატესობა აქვს - 3 მოგება, 1 წაგება.