კალათბურთი

0:40 | 6.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიამ ევროლიგის ახალი სეზონი 17 ქულით დაიწყო

ევროლიგის ახალი სეზონი დაიწყო, რომლის პირველ ტურში „ვირტუს ბოლონია“ კაუნასის „ჟალგირისთან“ საკუთარ მოედანზე 79:82 დამარცხდა.

შეხვედრა დაძაბული იყო, „ვირტუსი“ ბოლო პერიოდის წინ 7-ქულიან უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ბოლო ათწუთეული ჩააგდო, რაც მარცხის ფასად დაუჯდა.

თორნიკე შენგელია მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა 31 წუთში 17 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. თორნიკემ 5-დან 4 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მას შედეგიანობით მხოლოდ ორმა კალათბურთელმა აჯობა.

„ვირტუს ბოლონია“ ევროლიგის მეორე ტურში 13 ოქტომბერს, სტუმრად „მონაკოს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.133096