ფეხბურთი

16:05 | 5.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ნიდერლანდებისა და შვედეთის წინააღმდეგ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 12 და 17 ოქტომბერს, ბათუმის აჭარაბეთ არენაზე, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპის მატჩებს ნიდერლანდების და შვედეთის 21-წლამდე გუნდების წინააღმდეგ გამართავს.

შვედეთის 21-წლამდე ნაკრებს, ჩვენი ახალგაზრდული 12 სექტემბერს, 18:00 საათზე, ბათუმის აჭარაბეთ არენაზე დაუპირისპირდება; ხოლო შვედეთს 17 ოქტომბერს, იგივე სტადიონზე, 19:00 საათზე ვუმასპინძლებთ.

ბათუმში გასამართი შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ. აღნიშნული მატჩებისთვის, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: ლევან თანდილაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (სამტრედია), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი)

მცველები: გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო ბათუმი), საბა მამაცაშვილი (გაგრა), ზურაბ რუხაძე (მეტა, ლატვია), თორნიკე მორჩილაძე (თელავი)

ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (დინამო თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიზი მამაგეიშვილი (საბურთალო), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი), ირაკლი ეგოიანი (ტვენტე, ნიდერლანდები), დემეტრე გვასალია (კოლხეთი ფოთი 1913), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი)

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (პაოკი, საბერძნეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი)

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლის პირველი ორი მატჩი გამარჯვებით დაასრულა. 6 სექტემბერს, რამაზ სვანაძის გუნდმა გიბრალტარს ქუთაისში - 2:0 აჯობა, ხოლო 12 სექტემბერს, კიშინიოვში მინიმალური სხვაობით (1:0) მოლდოვა დაამარცხა.

NAKREBI.GE

0.116722