ფეხბურთი

11:26 | 5.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ერთი დებიუტანტით - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის ცნობილია. ვილი სანიოლმა გუნდში 24 ფეხბურთელი გამოიძახა, საიდანაც ერთი დებიუტანტია.

ეროვნულ ნაკრებში პირველად უხმეს "სპეციას" ცენტრალურ მცველ ივა გელაშვილს. სამაგიეროდ, გუნდს დააკლდება საბა საზონოვი, რომელიც ტრავმირებულია. ასევე ტრავმის გამო ნაკრებს ისევ ვერ დაეხმარება ოთარ კაკაბაძე.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარე: გიორგი ლორია (დინამო თბილისი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ივა გელაშვილი (სპეცია, იტალია), ალექსანდრე კალანდაძე (დინამო თბილისი)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ვალენსია, ესპანეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი)

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (აიაქსი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), დავით ვოლკოვი (საბაჰი, აზერბაიჯანი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია)

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, ამხანაგურ მატჩში, ტაილანდის ნაკრებს დაუპირისპირდება (20:00 საათი). 15 ოქტომბერს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში კი, საქართველოს ნაკრები კვიპროსს უმასპინძლებს (17:00 საათი). ორივე მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121632