მადრიდის „რეალის“ „ნაპოლისთან“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩში გამარჯვების შემდეგ (3:2), ესპანური კლუბის ყოფილმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ, ნახევარმცველ ჯუდ ბელინგემზე ისაუბრა, რომელმაც გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.
„ბელინგემმა აჩვენა, თუ რა ღირს. ის ტოტალური მოთამაშეა, როგორც ანჩელოტიმ თქვა. კარლო აბსოლუტურად მართალია, მას არანაირი ნაკლი არ აქვს. ჯუდი შეუჩერებელია, რადგან მას ყველაფერი აქვს: დრიბლინგი, სიჩქარე და დასრულების უნარი,“, - თქვა კაპელომ Sky Sport-ის ეთერში.
იტალიური ფეხბურთის ლეგენდა, ალესანდრო დელ პიერო, ასევე მიუკერძოებელი დარჩა ინგლისელის თამაშის მიმართ.
„ბელინგემი ფიზიკურად ძლიერია, მყარად დგას ფეხზე, აქვს ძლიერი მენტალიტეტი და გოლები ხშირად გააქვს. დაარქვით მის პოზიციას რაც გინდათ, ის ყველგან არის მოედანზე, ბურთით თუ მის გარეშე. ვულოცავ მადრიდის „რეალს" და პირადად კარლო ანჩელოტის", - განაცხადა დელ პიერომ Sky Sport-ის ეთერში.