ფეხბურთი

10:07 | 5.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე „ნიუკასლთან“ მატჩში პსჟ-ის განადგურების შესახებ

პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში „ნიუკასლთან“ გუნდის გამანადგურებელი მარცხზე (1:4) ისაუბრა.

„მწვრთნელებისთვის ასეთი მატჩები რთულია. ვფიქრობ, ძალიან კარგი განწყობით დავიწყეთ, „ნიუკასლის“ ზეწოლას გავუმკლავდით და დემბელეს ადრეული გოლის გატანის შანსი ჰქონდა. გულწრფელად რომ ვთქვათ, ვფიქრობ, რომ ანგარიში უსამართლოა. მიუხედავად იმისა, რომ „ნიუკასლმა“ კარგად ითამაშა და ვულოცავ მათ. ვფიქრობ, რომ ანგარიში 1:4 ნამეტანია.“ - ციტირებს ენრიკეს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩში პსჟ-მა დორტმუნდის „ბორუსია“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა. მომდევნო ტურში პარიზელები „მილანს“ შეხვდებიან. მატჩი 25 ოქტომბერს გაიმართება.

0.117155