„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, „ტოტენჰემთან“ მატჩი უნდა გადათამაშდეს, მაგრამ ეს არ მოხდება, რადგან პრემიერლიგა მსგავს პრეცედენტს არ დაუშვებს.
მეორე მხრივ, გერმანელს არ სურს, რომ შეცდომის გამო მსაჯები დაისაჯონ:
„მსაჯთა კომიტეტის მიერ შეცდომის აღიარება არაფერს ცვლის. შეცდომა ისედაც აშკარა იყო. უნდა არსებობდეს გამოსავალი, მაგალითად, მატჩის თავიდან ჩატარება, მაგრამ ეს ალბათ არ მოხდება, რადგან ამით პრეცედენტი დაიშვება. მიჩვეული ვარ ცუდ და რთულ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ასეთი რამ არასდროს მომხდარა. არავისზე ვბრაზობ, შეცდომა დაუშვეს და წარმომიდგენია როგორ გრძნობდნენ თავს, არავის დასჯა საჭირო არ არის“, - თქვა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემი“ – „ლივერპულის“ მატჩში ლუის დიასის გოლი არ ჩათვალეს, თუმცა, კოლუმბიელი თამაშგარე მდგომარეობაში არ იყო და არბიტრები აშკარად შეცდნენ.