ფეხბურთი

11:00 | 4.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჟიელინსკი: "მოგება შეგვეძლო, "რეალს" 15 წუთი ბურთი არც უნახავს"

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა პიოტრ ჟიელინსკიმ „რეალთან“ მატჩის (2:3) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მეორე ტაიმი ძალიან კარგად დაიწყეს და „რეალი“ 15 წუთის განმავლობაში უბურთოდ იყო, ამიტომ მოგება შეეძლოთ.

„რა თქმა უნდა, მეორე ტაიმი კარგად დავიწყეთ, გოლი გავიტანეთ და 10-15 წუთის განმავლობაში „რეალს“ ბურთი არ უნახავს. შეგვეძლო მესამე გოლის გატანა და წინ გასვლა, გამარჯვება შეიძლებოდა. თუმცა, სამწუხაროდ, წავაგეთ. ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ვითამაშეთ, კარგი მატჩი იყო. წინ კიდევ ოთხი თამაშია, იმედია ჯგუფიდან გავალთ“, - თქვა ჟიელინსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ორი ტურის შემდეგ C ჯგუფს „რეალი“ 6 ქულით უდგას სათავეში, „ნაპოლის“ და „ბრაგას“ 3-3 ქულა აქვთ, ხოლო „უნიონ ბერლინი“ უქულოდაა. მესამე ტურში „ნაპოლი“ 24 ოქტომბერს, ბერლინში, „უნიონს“ ესტუმრება, იმავე დღეს „რეალი“ პორტუგალიაში, „ბრაგასთან“ ითამაშებს.

0.121655