სხვა

23:18 | 3.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

გვანცა ზადიშვილის ბრინჯაოს მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე

გვანცაზადიშვილი ეტლით ფარიკაობაში ტერნი 2023 მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

ტერნიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ზადიშვილმა ხმლით ასპარეზობაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უნგრელი პარამოფარიკავე დაამარცხა ანგარიშით 15:13 და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ტურნირის პირველ დღესვე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ბრინჯაოს მედალია - ზადიშვილამდე ბრინჯაოს ირმა ხეცურიანი დაეუფლა.

4 ოქტომბერს ქართველი გოგონები გუნდურ შეჯიბრში იბრძოლებენ მედლის მოსაპოვებლად.

0.118327