ფეხბურთი

20:35 | 3.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სელტიკის" ყოფილმა ფეხბურთელმა კარიერაი 30 წლის ასაკში დაასრულა

გლაზგოს „სელტიკისა“ და ავსტრალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ტომ როგიჩმა კარიერა 30 წლის ასაკში დაასრულა.

როგორც მან თქვა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ოჯახისთვის უფრო მეტის დროის დათმობაა.

როგიჩი ბოლოს „ვესტ ბრომვიჩში“ თამაშობდა, კარიერის საუკეთესო წლები კი 2013-2022 წლებში „სელტიკში“ გაატარა, სადაც 273 მატჩში 46 გოლი გაიტანა. ავსტრალიის ნაკრებში როგიჩის აქტივში 2012-2022 წლებში 53 შეხვედრა და 10 გოლია.

0.120088