უეფამ შესაძლოა ახალი ტურნირი შექმნას ჩემპიონთა ლიგის ნაცვლად, რომელსაც სუპერლიგა დაერქმევა.
სენსაციურ ინფორმაციას ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს. მოულოდნელი იმიტომ არის, რომ უეფა სუპერლიგის პროექტის სასტიკი წინააღმდეგია, რომელიც „რეალმა“, „ბარსელონამ“ და „იუვენტუსმა“ ცოტა ხნის წინ დააარსეს, მაგრამ ეს პროექტი ჩავარდა.
წყაროს თანახმად, ცვლილებები 2027 წლიდან იგეგმება, უეფა და ევროპული კლუბების ასოციაცია მზად არიან ეს ვარიანტი განიხილონ და ახალი რევოლუცია მოახდინონ. იქნება 18 გუნდისგან შემდგარი სამი დივიზიონი. მეორე დივიზიონიდან პირველ დივიზიონში ორი საუკეთესო გუნდი დაწინაურდება, ხოლო ორი გუნდი დაქვეითდება. თავის მხრივ, მესამე დივიზიონიდან მეორე დივიზიონში სამი გუნდი აღზევდება.
ესპანური მედიის ცნობით, ამ თვალსაზრისით შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელიც ოქტომბრის ბოლოსაა დაგეგმილი.