ფეხბურთი

11:48 | 2.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ინძაგი: „ბრძოლა სკუდეტოსთვის - ეს არის გაუთავებელი მოგზაურობა და გვიანობამდე მუშაობა“

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ, სერია A-ს მე-7 ტურში „სალერნიტანასთან“ (4:0) გამარჯვებაზე ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანი მოგება გახლდათ. პირველ ტაიმში ბევრი მომენტი შევქმენით, მეტი გოლი უნდა გაგვეტანა. მეორე ნახევარში ბურთი უკეთ გავაკონტროლეთ „სალერნიტანა“ არის გუნდი, რომელსაც შეუძლია პრობლემები შეუქმნას ნებისმიერს, განსაკუთრებით საკუთარ მინდორზე.

მატჩისთვის მოსამზადებლად მხოლოდ დღენახევარი გვქონდა, ბიჭებმა დიდი ძალისხმევა გამოიჩინეს.

პირველი ტურის წინ ვთქვი, რომ რაც შეიძლება მეტი მატჩის მოგება გვსურს, როგორც გასულ სეზონში. სკუდეტოსთვის ბრძოლა ნიშნავს გაუთავებელ მოგზაურობას, გვიანობადე მუშობას და დღენახევრიან მომზადებას, მაგრამ ეს ამად ღირს." - ციტირებს მწვრთნელის სიტყვებს ტვიტერში ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114133