ფეხბურთი

15:27 | 1.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ომარ თეთრაძემ "საბურთალო" დატოვა

თბილისის „საბურთალო“ ომარ თეთრაძემ დატოვა. მან გადადგომა „დინამო თბილისთან“ მატჩის შემდეგ გადაწყვიტა, რომელშიც მისი გუნდი 0:1 დამარცხდა.

თეთრაძის ხელმძღვანელობით „საბურთალომ“ ორი წრე შესანიშნავად ჩაატარა, მაგრამ მესამე წრეში ძალიან გაუჭირდა და ბოლო დროს წარუმატებელი სერია ჰქონდა. თუმცა, თბილისური გუნდი 45 ქულით მაინც მესამე ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ლიგის 10-ვე კლუბმა მიმდინარე სეზონში მწვრთნელი შეიცვალა.

0.1154