ფეხბურთი

13:54 | 1.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

მაურიციო სარი: "საშინლად გაბრაზებული ვარ ფიფაზე, უეფაზე, სერია A-სა და მთელ ამ ბანდაზე"

რომის „ლაციოს“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „მილანთან“ მატჩის შემდეგ (0:2) კალენდრის გამო გაბრაზება არ დამალა. „არწივებს“ ზედიზედ სამჯერ სტუმარ „ნაპოლისთან“, „იუვენტუსსა“ და „მილანთან“ მოუწიათ თამაში.

„არასდროს მინახავს ვინმეს ზედიზედ სამჯერ სტუმრად „ნაპოლისთან“, „იუვენტუსთან“ და „მილანთან“ ეთამაშოს, გიჟური კალენდარია. საშინლად გაბრაზებული ვარ უეფაზე, ფიფაზე, სერია A-ზე და მთელ ამ ბანდაზე გიჟური კალენდრის გამო. ისინი ამ ბიჭებს სასაკლაოზე აგზავნიან. ეს არის ფეხბურთი, აიღე ფული და გაქრი. სერია C-ში საფეხბურთო მოედნებიც არ არსებობს, მთელი ეს გული ფეხბურთში 30-40-50 ფეხბურთელზე ნაწილდება“, - თქვა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ „ლაციოს“ ძალიან წარუმატებელი სტარტი აქვს და 7 ტურში მხოლოდ 7 ქულა მოიპოვა, 4-ჯერ კი მარცხი განიცადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126796