კალათბურთი

1:24 | 1.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის "ტენერიფემ" ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ წააგო

ესპანეთის ლიგა ენდესაში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფეს“ საშინელი სტარტი აქვს და ზედიზედ მესამე თამაში წააგო.

„ტენერიფე“ ამჯერად სტუმრად „მურსიასთან“ 68:80 დამარცხდა. ბოლო პერიოდი კანარიელებმა 11:25 წააგეს და გადამწყვეტიც ეს გამოდგა.

„მურსიაში“ არ უთამაშია თად მაკფადენს, ხოლო შერმადინმა 20:59 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 8-ს გაუტოლდა.

„ლენოვო ტენერიფე“ 3 წაგებით ბოლო ადგილზეა და მომდევნო ტურში 7 ოქტომბერს, „ბრეოგანს“ უმასპინძლებს.

0.113932