ფეხბურთი

16:28 | 30.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსს" ვლაჰოვიჩი და მილიკი გამოაკლდა

„იუვენტუსი“ ბერგამოს „ატალანტასთან“ მატჩს სერიოზული დანაკლისით ხვდება. მასიმილიანო ალეგრიმ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ დუშან ვლაჰოვიჩი და არკადიუშ მილიკი ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

შესაბამისად, „იუვეს“ ორი მნიშვნელოვანი ფიგურა დააკლდება შეტევაში, რაც დიდი პრობლემაა. არცერთის დაზიანება სერიოზული არ არის, მაგრამ რისკის თავიდან ასარიდებლად ორივე დაისვენებს.

სამაგიეროდ, „იუვეს“ გამოუჯანმრთელდა მოიზე კინი, რომელიც როგორც ალეგრიმ დააანონსა, ძირითად შემადგენლობაში იქნება.

მიმდინარე სეზონში ვლაჰოვიჩს 4 გოლი აქვს გატანილი, ხოლო მილიკმა თავი ერთხელ გამოიჩინა.

0.114706