ფეხბურთი

22:05 | 29.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" "საბურთალო" დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ლიგის 27-ე ტური „დინამო თბილისის“ და „საბურთალოს“ მატჩით დასრულდა, რომელიც მასპინძლებმა დაძაბულ ბრძოლაში 1:0 მოიგეს.

ანდრეს კარასკოს გუნდმა მეტოქეს მთლიანობაში აჯობა და გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვა. თამაშის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 37-ე წუთზე დენის ბუშნიამ გაიტანა. ხორვატმა ნახევარმცველმა თბილისურ კლუბში სადებიუტო გოლი შეაგდო.

„დინამო თბილისმა“ ამ მოგებით 52 ქულა დააგროვა და „დინამო ბათუმს“ ისევ 7 ქულით ჩამორჩება, სეზონის ბოლომდე კი ზუსტად 9 ტური, ანუ ერთი წრეა დარჩენილი. „საბურთალომ“ ზედიზედ მესამედ წააგო, მაგრამ 45 ქულით მესამე პოზიციას ინარჩუნებს.

„დინამო თბილისი“ – „საბურთალო“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ბუშნია (37)

0.130656