ფეხბურთი

17:00 | 29.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნიცას" ფეხბურთელი, რომელიც ხიდიდან გადახტომას აპირებდა, გადაარჩინეს

„ნიცას“ ფეხბურთელი, ალექსის ბეკა ბეკა, რომელიც თვითმკვლელობას აპირებდა, პოლიციამ გადაარჩინა.

განცხადება ადგილობრივმა ჟანდარმერიამ გაავრცელა. ბეკა ბეკა ავტომაგისტრალზე მდებარე ხიდზე იყო ასული, საიდანაც გადმოხტომას აპირებდა, მაგრამ პოლიციის საქმეში ჩარევის შედეგად, მისი სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა.

უცნობია, რა გახდა 22 წლის ფეხბურთელის სუიციდის გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ნიცას“ ამის შესახებ განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. მთავარი მწვრთნელის მატჩისწინა პრესკონფერენცია კი გაუქმდა.

0.121518