ფეხბურთი

13:27 | 29.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ტურის სიმბოლურში მოხვდა

„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მე-6 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. Goal Italia-მ ქართველი გამოარჩია და მის შესახებ დაწერა:

„ის დაბრუნდა. 192 დღის შემდეგ გაიტანა გოლი, მაგრამ „უდინეზესთან“ მატჩში კვლავ გამოჩნდა იმ ფეხბურთელის თვისებები, რომელმაც ფაქტობრივად განსხვავება შექმნა „ნაპოლის“ სკუდეტოს სეზონში. გოლის გარდა, ორჯერ ბურთი ძელს გაარტყა, პენალტი მოიპოვა და საგოლე პასი გააკეთა. გათავისუფლებული“.

მეკარე: სკორუპსკი (ბოლონია)

მცველები: ლაძარი (ლაციო), დრაგუშინი (ჯენოა), ტომორი (მილანი), ტეო ერნანდესი (მილანი)

ნახევარმცველები: ლოფტუს-ჩიკი (მილანი), ჟელინსკი (ნაპოლი), გუდმუნდსონი (ჯენოა)

თავდამსხმელები: ბერარდი (სასუოლო), რეტეგი (ჯენოა), კვარაცხელია (ნაპოლი)

0.119729