პაპუ გომესი სერია A-ში დაბრუნდა. არგენტინელი ფეხბურთელი, რომელიც ბოლო დროს თავისუფალი აგენტი იყო, „მონცას“ შეუთანხმდა.
იტალიური მედიის ცნობით, ყველაფერი გადაწყვეტილია და გომესი „მონცაში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს. ის ჯანლუკა კაპრარის შეცვლის, რომელიც გუნდს მძიმე ტრავმის გამო გამოაკლდა.
გომესი 2021 წლის იანვრიდან „სევილიაში“ თამაშობდა, მანამდე კი, იტალიაში ძალიან დიდი ხანი გამოდიოდა ჯერ „კატანიას“ და მერე „ატალანტას“ ღირსებას იცავდა. კარიერის განმავლობაში პაპუს „სან ლორენსოს“ და „მეტალისტის“ რიგებშიც აქვს ნათამაშები.