ფეხბურთი

23:20 | 28.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო: "მარსელში" მუშაობა რთულია? არ მეშინია, უკვე ვმუშაობდი "ნაპოლიში"

„მარსელის“ მთავარ მწვრთნელად ჯენარო გატუზო წარადგინეს, რომელმაც პირველივე პრესკონფერენციაზე პარალელი „ნაპოლისთან“ გაავლო.

„ბოდიშს გიხდით, რომ ფრანგულად ჯერ ვერ ვსაუბრობ, ვეცდები, ვისწავლო. „მარსელი“ მარტივი არჩევანი იყო, 5 საათი ვიმსჯელეთ. ერთადერთი ფრანგული კლუბია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ეს არის გუნდი, რომელსაც აქვს ღირებულებები. ყველა ჩემს განკარგულებაშია და ამისთვის მადლობა ფეხბურთელებს. ვიცი, რომ აქ ცხელი გარემოა და ამის არ მეშინია. აქ დიდი წნეხია, მაგრამ მე უკვე ვმუშაობდი ნეაპოლში და ეს ორი ქალაქი ერთმანეთს ჰგავს.

პსჟ-სთან მატჩი ვნახე, რომლის წინააღმდეგ თამაში ახლა შეუძლებელია, შეიძლებოდა ანგარიში უფრო მძიმე ყოფილიყო, მაგრამ გუნდის დამოკიდებულება მომეწონა“, - თქვა გატუზომ.

0.067592