ფეხბურთი

18:33 | 28.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩირო ფერარა: "კვარაცხელიამ საოცრად ითამაშა, მას გოლი აკლდა და ეს იგრძნობოდა"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჩირო ფერარამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველ შემტევს გოლი აკლდა და ეს ადვილი შესამჩნევი იყო.

„ნაპოლიმ“ ძალიან კარგად ითამაშა დელიკატურ მომენტში. მანამდეც იყო კარგი მატჩები, მაგრამ მეტოქეები პირველივე შესაძლებლობას იყენებდნენ. კვარაცხელიამ ისე იმოქმედა, რომ წარმოუდგენელი გოლი გაიტანა, მან მეკარე უზადო შეხებით მოატყუა. ქართველმა მართლაც მონსტრივით თამაში ჩაატარა. მას გოლი აკლდა, რაც იგრძნობოდა და გამოჩნდა გოლის აღნიშვნის დროსაც. ეს დიდი ფეხბურთელებისთვის დამახასიათებელია, ვინც მიჩვეულია გატანას, ხედავ, რომ მას გოლი აკლია კარგად სათამაშოდ.

„ნაპოლი“ შედეგს თუ ვერ აჩვენებს, სპალეტიზე საუბრობენ, თუ იმარჯვებს, ამბობენ, რომ შარშანდელ გუნდს ხედავენ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა საოცარი სეზონის შემდეგ. ახლა გარსიამ ნელ-ნელა უნდა მოძებნოს გზა, რათა თავის მოთამაშეებს ახალი რაღაცები, მისი იდეები შესთავაზოს. ტიტულის შენარჩუნება ადვილი არასდროსაა, პირიქით, ყოველთვის ძალიან ძნელია“, - თქვა ფერარამ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ექვს მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ საგოლე პასი გააკეთა და ორჯერ პენალტი მოიპოვა. „ნაპოლიმ“ ამ გამარჯვებით 11 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 30 სექტემბერს, სტუმრად „ლეჩეს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11887