ფეხბურთი

15:38 | 28.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი მშობლიურ „სანტოსში“, შესაძლოა, 2025 წელს დაბრუნდეს

„ალ-ჰილალის“ თავდამსხმელი, ნეიმარი, შესაძლოა, ბრაზილიის ჩემპიონატში 2025 წელს დაბრუნდეს - წერს Sport.es.

წყაროს ცნობით, 31 წლის ფეხბურთელს სამომავლოდ მშობლიურ კლუბ „სანტოსში“ დაბრუნება სურს, რათა ამ გუნდთან ერთად მოემზადოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის. სწორედ ამ მიზეზით, ნეიმარმა საუდის არაბელებთან გააფორმა არა ოთხწლიანი, არამედ ერთწლიანი კონტრაქტი.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრაზილიელი დაბრუნების შესახებ „სანტოსს“ უკვე აცნობა.

ნეიმარი „ალ-ჰილალში“ 2023 წლის ზაფხულში გადავიდა. ამ დროისთვის ჯერ გოლი არ გაუტანია და 3 მატჩში 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეიმარმა „ალ-ჰილალის“ მთავარი მწვრთნელის, ხორხე ჟესუსის გადადგომა მოითხოვა. თუმცა, მოგვიანებით ფეხბურთელმა ამ ინფორმაციას სისულელე უწოდა.

ნეიმარი „სანტოსის“ აღზრდილია. ის საკლუბო სისტემაში 2003 წლიდან 2013 წლამდე თამაშობდა.

0.114144