ფეხბურთი

3:40 | 28.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედიის შეფასება საზონოვის დებიუტზე: "იმობილეს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს"

„ტორინოში“ და ზოგადად, იტალიის სერია A-ში საბა საზონოვის დებიუტი შედგა, რომელმაც „ლაციოსთან“ 27-ე წუთიდან ითამაშა და ჩირო იმობილეს პერსონალურად მეურვეობდა. იტალიურმა მედიამ მისი დებიუტი დადებითად შეაფასა:

Toro.it – 6 ქულა: „მას დებიუტშივე მოუწია იმობილეს მეურვეობა და უნდა მიეღო ზომები. დროდადრო უჭირს, მაგრამ შეგრძნებები კარგია“.

Torinogranata - 6 ქულა: „სადებიუტო მატჩში მოუწია იმობილეს მეურვეობა, გარკვეული დრო დასჭირდა, რათა მის წინააღმდეგ თამაშს შესჩვეოდა და მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ უჭირდა, მან თავისი წვლილი შეიტანა. დადებითი დებიუტი“.

Tuttomercatoweb – 6 ქულა: „ისეთივე სულისკვეთებით ერთვება თამაშში, როგორც ბონჯორნო თამაშობდა. ყოველთვის ცდილობს იმობილეს დასწრებაზე აჯობოს, რათა მას ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეს. კარგი დებიუტი“.

Eurosport – 6 ქულა: „2002 წელს დაბადებული ქართველის დებიუტი ისე შედგა, რომ გახურებაც ვერ მოასწრო. ის აგრძელებს იქიდან, სადაც ბონჯორნომ შეწყვიტა - იმობილეს შეუტია“.

შეგახსენებთ, რომ „ტორინო“ 8 ქულით მეათე ადგილზეა და მომდევნო ტურში 2 ოქტომბერს, „ვერონას“ უმასპინძლებს.

0.11326