იტალიის სერია A-ში საბა საზონოვის დებიუტი შედგა. „ტორინოს“ ქართველმა მცველმა რომში, „ლაციოსთან“ ითამაშა.
27-ე წუთზე ალესანდრო ბონჯორნომ ტრავმა მიიღო და ივან იურიჩმა გუნდის ვიცე-კაპიტნის ნაცვლად თამაშში ქართველი მცველი ჩართო. მიუხედავად იმისა, რომ ტურინელებმა მეორე ტაიმში ორი გოლი გაუშვეს და 0:2 წააგეს, საბას კარგი დებიუტი ჰქონდა.
3-მცველიან სქემაში მან ცენტრალური მცველის პოზიციაზე ითამაშა, ჩირო იმობილეს პერსონალურად მეურვეობდა და ძალიან ბევრჯერ რომაელთა კაპიტანი დაჯაბნა. მოკლედ, საზონოვს კარგი დებიუტი ჰქონდა, ბონჯორნოს ტრავმიდან გამომდინარე კი, ალბათ მას შანსი მომდევნო მატჩებშიც მიეცემა. მან Whoscored-ისგან 6.5 ქულის შეფასება დაიმსახურა, რაც ტურინელთა შორის ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი იყო.
საბა საზონოვი კახა კალაძის, ლევან მჭედლიძის, ხვიჩა კვარაცხელიას, ლუკა ლოჩოშვილისა და გიორგი კვერნაძის შემდეგ მეექვსე ქართველია, რომელმაც იტალიის სერია A-ში ითამაშა.
„ტორინო“ 8 ქულით მეათე ადგილზეა და მომდევნო ტურში 2 ოქტომბერს, „ვერონას“ უმასპინძლებს.