ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ თქვა, რომ მისი აზრით, ხვიჩა კვარაცხელია რუდი გარსიასთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელი არ არის.
„გარსია აქცენტის გაკეთებას რასპადორიზე იწყებს და კვარაცხელია თავს ხელშეუხებლად აღარ გრძნობს. ის მეორე ტაიმში მოედნიდან თითქმის ყოველთვის გაჰყავთ“, - თქვა კასანომ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ დღეს საკუთარ მოედანზე „უდინეზეს“ დაუპირისპირდება.