ფეხბურთი

17:50 | 27.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსის სახლი გაძარცვეს

ესპანური „სევილიას“ მცველის, სერხიო რამოსის სახლი გაძარცვეს. როგორც ABC იტყობინება, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც რამოსი „ლანსის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩში თამაშობდა.

ძარცვის დროს სახლში იყო რამოსის 4 შვილი ძიძებთან ერთად, ისინი შემთხვევას უვნებლად გადაურჩნენ და მძარცველებს ბავშვებისთვის ფიზიკური ზიანი არ მიუყენებიათ. სახლში არ იყო რამოსის მეუღლეც, რომელიც თავისი საქმის გამო ქალაქგარეთ იყო გასული.

ჯერჯერობით უცნობია ნაძარცვის ოდენობა და პოლიციას არც დამნაშავეები დაუკავებია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10429