ფეხბურთი

16:10 | 27.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

სებასტიან ალე: "ტიტულის ბოლო ტურში დაკარგვა უფრო მტკივნეული იყო, ვიდრე კიბო"

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელმა სებასტიან ალემ გერმანულ მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ მისთვის უფრო მტკივნეული იყო ბუნდესლიგის ბოლო ტურში ჩემპიონის ტიტულის დაკარგვა, ვიდრე ის მომენტი, როდესაც გაიგო, რომ სიმსივნე ჰქონდა.

„ქიმიის შემდეგ იყო სხვადასხვა შესაძლო განვითარება. მინდა გაცნობოთ, რომ ჩემი ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. კიდევ ერთი ოპერაცია უნდა გავიკეთო, რომ საბოლოოდ დავამარცხო ეს სიმსივნე, რომელიც ფეხბურთს მაშორებს.

ბუნდესლიგის ჩემპიონობის ტიტულის დაკარგვამ უფრო დიდი ტკივილი მომაყენა, ვიდრე კიბოს დიაგნოზის დასმამ. თუ ავად ხარ, ვერაფერს გააკეთებ, ეს უნდა მიიღო და გაუმკლავდე დაავადებას. მაგრამ ჩვენ ხელში გვქონდა ტიტული, ჩვენი ბედის პატრონები ვიყავით. უნდა ვაღიაროთ, რომ შეცდომები დავუშვით. გაფლანგული შანსები განადგურებს“, - თქვა ალემ.

შეგახსენებთ, რომ „დორტმუნდი“ გასულ სეზონში გერმანიის ჩემპიონი ხდებოდა, მაგრამ ბოლო ტურში ქულები დაკარგა და „ბაიერნმა“ გადაასწრო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113207