ფეხბურთი

11:36 | 27.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "მბაპე ტკივილს გრძნობს, მაგრამ სერიოზული არაფერია"

პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კილიან მბაპეს ტრავმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სერიოზული არაფერია. შესაბამისად, ფრანგი უახლოეს ხანში მოედანზე დაბრუნდება, თუმცა, ზუსტი დრო მაინც უცნობია.

"ის გრძნობს ტკივილს, მაგრამ ეს არ არის სერიოზული პრობლემა. მისი მოედნიდან გაყვანა ჭკვიანური იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერია. ის მალე იქნება ხელმისაწვდომი“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ ექვს მატჩში 8 გოლის გატანა მოახერხა.

0.138187