„ბარსელონამ“ ლა ლიგის მეშვიდე ტურში ქულები დაკარგა, რაც შეიძლება ლიდერობის დაკარგვად შეიძლება დაუჯდეს.
„ბარსა“ „მალიორკას“ ესტუმრა და ორჯერ აგებდა, თუმცა, საბოლოოდ სეზონში პირველ მარცხს თავი მაინც დააღწია.
მურიქის გოლს რაფინიამ უპასუხა, პირველი ტაიმის ბოლოს კი პრატსმა კუნძულელები მეორედ დააწინაურა. „ბარსელონა“ მარცხისგან თამაშის დასრულებამდე 15 წუთით ადრე ფერმინ ლოპესმა იხსნა.
ჩავის გუნდს 7 ტურში 17 ქულა აქვს და ჯერ ლიდერია, მაგრამ „ჟირონას“ და „რეალს“ შანსი აქვთ ტურის დასრულების შემდეგ უკან მოიტოვონ.
„მალიორკა“ – „ბარსელონა“ 2:2 (2:1)
გოლები: 1:0 მურიქი (8), 1:1 რაფინია (41), 2:1 პრატსი (45), 2:2 ლოპესი (75)