„დინამო თბილისმა“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ტურის მატჩი ჩაატარა, რომელშიც ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს, იტალიურ „პრო რეკოს“ სტუმრად დაუპირისპირდა.
ანგარიში სწორედ „დინამოს“ წყალბურთელებმა გახსნეს, მაგრამ შემდეგ იტალიელებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს და მატჩის ბედი პრაქტიკულად პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს. „პრო რეკომ“ ოთხივე პერიოდი მოიგო და შესაბამისად, გამარჯვებაც ადვილად მოიპოვა - 15:6.
„დინამო თბილისი“ B ჯგუფში უქულოდ პირველი ტურის შემდეგ ბოლო ადგილზეა, მომდევნო შეხვედრაში კი 6 ოქტომბერს, პირეოსის „ოლიმპიაკოსის“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.
„პრო რეკო“ – „დინამო თბილისი“ 15:6 (5:2, 5:2, 2:1, 3:1)