ფეხბურთი

18:32 | 26.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელი: "კვარა და ოსიმენი თუ ბრაზობენ, ეს ნიშნავს, რომ გამარჯვების სურვილი აქვთ"

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მარიო ბალოტელიმ თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის უკმაყოფილება შეცვლებზე კარგია, რადგან მშვიდად თუ შეხვდებიან მოედნის დატოვებას, პრობლემა სწორედ ეს იქნებოდა.

„გარსია შესანიშნავი მწვრთნელია, მას დრო უნდა მივცეთ, ის მიყვარს. „მარსელში“ იყო ჩემი მწვრთნელი და კარგი ადამიანია, ისევე, როგორც მწვრთნელი. ჩემს კარიერაში ბერი კარგი მწვრთნელი მყოლია, მაგრამ ის ნამდვილად კარგია. შარშან, „ადანა დემირსპორში“ ვითამაშე „ნაპოლის“ წინააღმდეგ პრესეზონზე და მატჩი 2:2 დასრულდა. მაშინ ერთ ცენტსაც კი არ დავდებდი „ნაპოლის“ ჩემპიონობაზე.

ოსიმენის შეცვლა? ალბათ, იმ მომენტში ოსიმენი ფიქრობდა, რომ ორი თავდამსხმელით თამაში ჯობდა გოლის გასატანად. მესმის ვიქტორის, ნახევრად ის მართალია. მე იმ შემთხვევაში ვინერვიულებდი, თუ კვარა და ოსიმენი შეცვლის შემდეგ მოედნიდან მშვიდად გავიდოდნენ, თუ ბრაზობენ, ეს ნიშნავს, რომ გამარჯვების სურვილი ისევ აქვთ“, - თქვა ბალოტელიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში ზედიზედ სამი მატჩია ვერ იგებს და მხოლოდ 8 ქულა აქვს, ლიდერ „ინტერთან“ ჩამორჩენა უკვე 7 ქულას შეადგენს. გარსიას გუნდი მომდევნო ტურში 27 სექტემბერს, „უდინეზეს“ უმასპინძლებს.

0.112536