კოლუმბიაში, საფეხბურთო კლუბ „ტიგრესის“ პრეზიდენტი ედგარ პაეს კორტესი კლუბის გულშემატკივრებმა მოკლეს.
კოლუმბიის მეორე დივიზიონში „ტიგრესი“ „ატლეტიკოსთან“ 2:3 დამარცხდა, მატჩის შემდეგ პრეზიდენტს ქომაგები ქუჩაში დახვდნენ და ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.
კორტესი მოტოციკლით ორი მამაკაცი მიუახლოვდა, როდესაც ის მანქანაში თავის ქალიშვილთან ერთად იყო. აღსანიშნავია, რომ აწ გარდაცვლილი პრეზიდენტის შვილი უვნებელი გადარჩა. კორტესი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა.