ფეხბურთი

11:46 | 26.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვინისიუსი: „მზად ვარ“

მადრიდის „რეალისა" და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა, ვინისიუსმა „სამეფო კლუბის“ მომავალ მატჩებში თამაშის სურვილი გამოაცხადა.

„მზად ვარ", - დაწერა ვინისიუსმა ტვიტერზე.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბარძაყის ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც მოედანზე ჯერ არ გასულა. ცოტა ხნის წინათ ის მთავარ ჯგუფთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდა. მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ კი განაცხადა, რომ ფეხბურთელი სრულად გამოჯანმრთელდა და ტრავმის შემდეგ სათამაშოდ მზადაა.

მიმდინარე სეზონში ვინისიუსმა პრიმერა დივიზიონის სამ მატჩში ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ 3 ოქტომბერს „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ ეწვევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115227