იტალიელმა მენეჯერმა, პიეტრო ლო მონაკომ, რომელიც სხვადასხვა გუნდში სპორტულ დირექტორად მუშაობდა, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, რუდი გარსია ხვიჩა კვარაცხელიას თავისი პროექტის ცენტრალურ ნაწილში არ მოიაზრებს:
„კვარაცხელიას ცვლილება? მე ამას არ გავაკეთებდი. გარდა პრაქტიკული ეფექტისა, რაც ქართველი ტალანტის შეცვლას მოჰყვება, გასათვალისწინებელია ფეხბურთელზე ფსიქოლოგიური გავლენა. ფრანგი მწვრთნელის არჩევანი იმაზე მეტყველებს, რომ ის კვარას თავისი პროექტის ცენტრში ვერ ხედავს“, - თქვა ლო მონაკომ.
შეგახსენებთ, რომ რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონის ყველა მატჩში შეცვალა.