„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „ბოლონიასთან“ მატჩის (0:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ხვიჩა კვარაცხელიამ შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ არ სურდა გაერისკა, რადგან ქართველს ფეხის უკანა კუნთები სტკიოდა.
„ხარისხიანი სათადარიგო სკამზეც გვყავს, აქცენტს მხოლოდ მათზე არ ვაკეთებთ, ვინც ძირითადშია. წინ ბევრი თამაში გველოდება და ამიტომ არ შემიძლია, მთელი გუნდი არ გამოვიყენო.
ბედნიერი ვარ კვარას გამო, რომელმაც ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ შესვენებაზე მითხრა, რომ კუნთების პრობლემა ჰქონდა, ამიტომ არ მინდოდა მისი დაკარგვის რისკზე წავსულიყავი.
ვიქტორის პენალტი? ეს შეიძლება ნებისმიერს დაემართოს, მისი დამოკიდებულება შეცვლაზე კარგი არ იყო, მაგრამ უკვე ვილაპარაკე მასთან და გუნდთანაც, მაგრამ არის რაღაცები, რაც გასახდელში რჩება. მირჩევნია, როდესაც ვიღაცას ვცვლი, უკმაყოფილო იყოს. ფანები უკვე გარსიას გადაყენებას ითხოვენ? არ შეგვიძლია უმცირესობის ხმას მოვუსმინოთ, უმრავლესობა მხარს უჭერს გუნდს, ფეხბურთელებს და მწვრთნელს“, - თქვა გარსიამ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში ზედიზედ სამი მატჩია ვერ იგებს და მხოლოდ 8 ქულა აქვს, ლიდერ „ინტერთან“ ჩამორჩენა უკვე 7 ქულას შეადგენს. გარსიას გუნდი მომდევნო ტურში 27 სექტემბერს, „უდინეზეს“ უმასპინძლებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გარსია თუ არ გაათავისუფლეს ოქტომბრის ბოლომდე ნაპოლი ევროთასების გარეშე დარჩება. კვარა-ოსიმენი როცა გაგყავს მოსაგებ თამაში აი აქ უკვე ძაან დაკარგული მზეა. ნდობა თუ ვერ იგრძნო ფეხბურთელემა ის ვერ დაძლევს კრიზის ალბათ სჯობდა 11 მეტრიანი კვარას დაერტყა გატანის შემთხვევაშ იქნებ ცოტა ლაღად ათამაშდეს რაც ნაპოლისაც წაადგება და ნაკრებსაც
სპალეტის წასვლის ნთავარი მიზეზი ლაურენტისის ახირებები იყო, შარში თავის გაყოფას გაცლა ამჯობინა
თან იცოდა რომ რთული სეზონი ექნებოდა და თავს უშველა
სპალეტი სწორედ მაგიტომ წავიდა, რომ კვარა-ოსით თუ გუნდი არ გააძლიერე არაფერი გამოვა. შეცვლებზე არ ჰყავს კვალიფიციური ფეხბურთელები ნაპოლის და გაძლიერების ნაცვლად მაგრად სუსტდება ხოლმე. თამაშს კვარა ამწვავებდა ამდენი ყურადღების მიუხედავად, სწრაფი ბურთი თუ არ არის შედეგიც ვერ იქნება. ნაპოლის კვარა-ოსი რომ გამოაკლო ისეთი გუნდი იქნება რომელსაც ევროთასის ზონაზე მოხვედრა გაუჭირდება თან მაგრად.
შარშან ამ დროს ნაპოლი ცხრილის სათავეში იყო +7 ქულით
მაგარი აფერისტი კაცია, კვარაზე რასაც ამბობს ერთი სიტყვისაც არ მჯერა
ჩემპიონობა არ მომთხოვო ეტყოდა ლაურენტის და მაგ პირობით წამოვიდოდა აბა ამ შემადგენლობით და ამ თამაშით რა ჩემპიონობა უნდა იყოს?