ფეხბურთი

15:02 | 24.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარს "ალ-ჰილალიდან" მწვრთნელის გათავისუფლება სურს

საუდის არაბეთში ნეიმარის კარიერა იდეალურად არ დაწყებულა. სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით, ბრაზილიელს ჯერჯერობით, „ალ-ჰილალში“ თავისი კლასი არ უჩვენებია.

როგორც უცხოური მედია წერს, ნეიმარს მთავარ მწვრთნელ ჟორჟე ჟეზუშთან აქვს კონფლიქტი. „ნავბაჰორთან“ აზიის ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ პორტუგალიელმა ნეიმარი გასახდელში საჯაროდ გააკრიტიკა, რაზეც ბრაზილიელს კარგი რეაგირება არ ჰქონია.

მან კლუბის ხელმძღვანელობას ჟეზუშის გათავისუფლება მოსთხოვა და ეს შეიძლება დაკმაყოფილდეს. ნეიმარს სურს, რომ „ალ-ჰილალის“ მთავარ მწვრთნელად ტიტე დაინიშნოს, რომელიც ბრაზილიის ნაკრებში მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112143