სხვა

14:21 | 24.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო - ქართველი პარატაეკვანდოისტების წარმატება მექსიკაში

მექსიკაში, პარა ტაეკვანდოში ორი ტურნირი დასრულდა და ქართველი სპორტსმენები წარმატებულად გამოვიდნენ.

გიორგი ხიზანიშვილმა მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ფინალში მისი მეტოქეც ქართველი იყო და შესაბამისად ვერცხლს გოგა ხახალაშვილი დაეუფლა.

პარალელურად, მიმდინარეობდა გრანპრის გათამაშება, სადაც ერთი მედალი ჩვენს ქვეყანას გიორგი ნიკოლაძემ მოუტანა. მან აღნიშნულ ტურნირზე, მაღალი რეიტინგის მქონე მონაწილე პარასპორტსმენებს შორის იასპარეზა. ქართველმა პარა ტაეკვონდოისტმა, ბრძოლა პარალიმპიურ ჩემპიონთან დათმო და მესამე ადგილზე გავიდა.

0.115759