იტალიური სერია A-ს მე-5 ტურის მატჩში „მილანმა“ თავის „სან სიროზე“ „ვერონას“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
ერთადერთ ბურთი მილანელთა პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, რაფაელ ლეაუმ, მე-8 წუთზე გაიტანა. საგოლე გადაცემა ოლივიე ჟირუმ მიითვალა.
„მილანმა“ 12 ქულა მოაგროვა და ლიდერ „ინტერს“ დაეწია, თუმცა სიმონე ინძაგის გუნდს ბურთების უკეთესი ბალანსი და ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული .