ფეხბურთი

17:32 | 23.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედიამ" ზედიზედ მესამედ მოიგო, "ტორპედომ" "შუქურას" ვერ აჯობა

საქართველოს ეროვნული ლიგის 26-ე ტურში „სამტრედიამ“ კონკურენტი „გაგრა“ დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

იმერული გუნდი ბოლო დროს კარგ ფორმაშია, უკანასკნელ 5 ტურში 11 ქულა მოიპოვა. „სამტრედიამ“ მეტოქეს ახვლედიანის, აბულაძისა და ნაჭყებიას გოლებით 3:1 აჯობა, რითაც მნიშვნელოვანი მოგება მიითვალა. „სამტრედიას“ 22 ქულა აქვს და მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „სამგურას“ ეთამაშება, ხოლო „გაგრა“ 10 ქულით მეცხრე საფეხურზეა.

ქუთაისის „ტორპედომ“ სტუმრად დაუგეგმავი ქულები დაკარგა აუტსაიდერ „შუქურასთან“ ნულოვანი ფრით. „ტორპედო“ 39 ქულით რჩება მეექვსე ადგილზე, ხოლო „შუქურა“ 8 ქულით ბოლო ადგილზეა.

„სამტრედია“ – „გაგრა“ 3:1 (3:1)

გოლები: 1:0 ახვლედიანი (6), 1:1 ლომთაძე (22, პენ), 2:1 აბულაძე (39, პენ), 3:1 ნაჭყებია (45)

„შუქურა“ – „ტორპედო“ 0:0 (0:0)

0.113213