ფეხბურთი

13:20 | 23.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვიტსელი: "ნათელია, რომ არაბეთში ყველა ფულის გამო მიდის, ადრე მეც ასე მოვიქეცი"

მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველმა აქსელ ვიტსელმა განაცხადა, რომ ფეხბურთელები საუდის არაბეთში ფულისთვის მიდიან.

მან პირადი მაგალითიც მოიყვანა, როდესაც კარიერის გაგრძელება თავის დროზე ჩინეთში გადაწყვიტა, რაც ფულის გამო გააკეთა.

„თითოეულ ჩვენგანს თავისი გზა აქვს, არ ვამბობ, რომ საუდის არაბეთში წასვლა ცუდია, რადგან მე თვითონ წავედი ჩინეთში, როცა 27 წლის ვიყავი, ეს ჩემთვის ცხოვრებისეული გამოცდილება იყო. ცხადია, ფულისთვის მივდივართ, სპორტულ პროექტზე საუბარი არ გვჭირდება“, - თქვა ვიტსელმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.125114