უზბეკეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში „ქიზილქუმმა“ სტუმრად „სურხონი“ 2:1 დაამარცხა, აკაკი შულაიამ კი გოლი გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა 43-ე წუთზე ანგარიში თავური დარტყმით გახსნა. გოლი მართლაც ეფექტური გამოვიდა. მეორე ტაიმში გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს და სტუმრებმა იმარჯვეს - 2:1.
შულაიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მისი თანაგუნდელი გიორგი კუხიანიძე მოედანზე 71-ე წუთამდე იყო. შულაიამ უზბეკეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მე-6 მატჩში მეორე გოლი გაიტანა.
„ქიზილქუმი“ 14 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-13 ადგილზეა.