კატალონიის „ბარსელონამ“ ჩავის კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ჩავიმ „ბარსასთან“ ახალი კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ ჩავი „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელად 2021 წლიდან მუშაობს და კლუბს ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის სუპერთასი თითოჯერ მოაგებინა.