ბუდაპეშტში იუნიორთა შორის გრან პრის მე-5 ეტაპზე გათამაშდა მედლების პირველი კომპლექტი სპორტულ წყვილებში. ჩვენმა სპორტსმენებმა ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავამ ორი პროგრამის ჯამში 190,45 ქულა მოიპოვეს და 1-ლი ადგილი და ოქროს მედლები დაიმსახურეს.
ანასტასია მეტელკინა-ლუკა ბერულავას სპორტული წყვილი გრან პრის ეტაპების რეიტინგულ სიას 15 ქულიანი შედეგით ლიდერობს, რითიც პირველებმა მოიპოვეს საგზური გრან პრის ეტაპების ფინალში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 7-10 დეკემბერს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გაიმართება.