საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ჩამბერის“ მოთამაშე ნიკოლოზ კალანდაძემ გუნდთან ერთად საფრანგეთის სტარლიგის პირველი ორი ტურის მატჩები გამართა. იგი მეორე შეხვედრაში უშუალო კონკურენტ „მონპელიესთან“ 6 გოლით გამოირჩა და „ჩამბერის“ რიგებში საუკეთესო იყო.
ნიკოლოზი მიუხედავად ორი მარცხისა („ნიმთან“ 31:29, „მონპელიესთან“ 32:26) სტარლიგის ბომბარდირთა დავაში 13 გოლით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს.
საქართველოს ხელბურთის ფედერაცია