ფეხბურთი

10:52 | 21.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

მარტინ ედეგორი - პსვ-სთან მატჩის შესახებ: „ძალიან გვინდოდა კარგი შედეგის ჩვენება“

„არსენალის“ ნახევარმცველმა, მარტინ ედეგორმა, პსვ-სთან მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს ემოციები გაუზიარა.

„ძალიან მოტივირებულნი ვიყავით. გვინდოდა კარგად გვეთამაშა. ამ ტურნირზე დაბრუნება ბევრს ნიშნავს ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვის, გულშემატკივრებისთვის, კლუბისთვის, ყველასთვის და ვფიქრობ, ეს თავიდანვე დაინახეთ.

ატმოსფერო არაჩვეულებრივი იყო. ვფიქრობ, ეს ის დღეებია, რაზეც ოცნებობდი, როცა პატარა ბავშვი იყავი და მეგობრებთან ერთად მოედანზე თამაშობდი. ასე რომ, ეს წარმოუდგენელი შეგრძნებაა და ნამდვილად ვისიამოვნე.“ - ციტირებს ნორვეგიელის სიტყვებს „არსენალის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.

გუშინ, 20 სექტემბერს, „არსენალმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში შინ პსვ 4:0 დაამარცხა. ედეგორმა ერთი ბურთი გაიტანა და ერთიც საგოლე გადაცემა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს „არსენალმა“ ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობა 2016/2017 წლების სეზონში მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113004