პოლონეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მიხალ პრობერჟი დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
მან ფერნანდუ სანტუში შეცვალა, რომელიც წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს. პრობერჟი ბოლოს პოლონეთის 21-წლამდე ნაკრებში მუშაობდა.
აქვე გეტყვით, რომ პოლონეთის ნაკრებს ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში 5 მატჩში მხოლოდ 6 ქულა აქვს მოპოვებული და ჯგუფიდან გასვლის საკითხი მისთვის ძალიან სათუოა.