ფეხბურთი

23:11 | 19.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლმა" მილანიდან ქულა წაიღო

ჩემპიონთა ლიგის ახალმა სეზონმა სტარტი აიღო, E და G ჯგუფებში თითო მატჩი გაიმართა.

„სან სიროზე“ „მილანი“ – „ნიუკასლის“ თამაშისგან დიდი მოლოდინი იყო, მაგრამ მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა. იტალიელები ბევრს უტევდნენ, განსაკუთრებით მწვავედ პირველ ტაიმში, ინგლისელები არაფერს აკეთებდნენ, მხოლოდ ხელს უშლიდნენ მეტოქეს და მიზანსაც ედი ჰაუს გუნდმა მიაღწია - 0:0. ქულა, ცხადია, „ნიუკასლს“ უფრო ამშვიდებს, რადგან ინგლისური გუნდი ამ მიზნით იყო მოედანზე გასული. „მილანმა“ კი საშინაო მატჩში დაკარგა ქულები, რაც შეიძლება ძვირად დაუჯდეს.

G ჯგუფში „ლაიფციგმა“ ბერნში, „იანგ ბოიზს“ დამაჯერებლად 3:1 მოუგო. თუმცა, შვეიცარიულმა გუნდმა გერმანელებს საკმაოდ ჯეროვანი წინააღმდეგობა გაუწია და რომ არა ბოლო წუთებში გაშვებული გოლები, შეიძლება მეტისთვისაც მიეღწიათ.

„მილანი“ – „ნიუკასლი“ 0:0 (0:0)

„იანგ ბოიზი“ – „ლაიფციგი“ 1:3 (1:1)

გოლები: 0:1 სიმაკანი (3), 1:1 ელია (33), 1:2 შლაგერი (74), 1:3 შეშკო (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118469